loader

იპოთეკის ვალის გამო 60 წლის ქობულეთელმა მამაკაცმა თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იპოთეკის ვალის გამო 60 წლის ქობულეთელმა მამაკაცმა თავი მოიკლა

ქობულეთში მცხოვრებმა 60 წლის ბადრი უჯმაჯურიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ქობულეთში 6 სექტემბერს მოხდა. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, უჯმაჯურიძეებს როგორც კერძო საფინანსო ორგანიზაციასთან, ასევე, ერთ-ერთ ბანკთან 80 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება ჰქონდა.

მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზებზე უფლებადამცველებმა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს. როგორც იპოთეკური და საბანკო დავალიანებების ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლილი მორჩაძემ განაცხადა, ბადრი უჯმაჯურიძესა და ერთ-ერთ მევალეს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ მამაკაცმა წერილი დაწერა და თავი მოიკლა. თამაზ ბაკურიძე კი პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს, ვინაიდან მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში ქობულეთელებს პირობა მისცა ფინანსური დავალიანების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.