loader

ეკონომიკის სამინისტრო: "პრეზიდენტის ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკონომიკის სამინისტრო: "პრეზიდენტის ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა"

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ფრანგული წარმოების ვერტმფრენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან ქვეყნის პირველ პირს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბრძანებულების გამოცემის უფლება არ აქვს. როგორც ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ განუცხადა, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონით რეგულირდება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვერტმფრენების გასხვისების მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ქვეყანას, რომელსაც "სხვა ტიპის პრობლემები აქვს, მსგავსი ღირებულების ვერტმფრენები არ სჭირდება".

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა ბრიფინგი გამართა, სადაც ფრანგული წარმოების თვითმფრინავებთან დაკავშირებით მთავრობის წევრთა განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ანდრო ბარნოვმა განაცხადა, მთავრობას შეუძლია შეცვალოს აღნიშნული თვითმფრინავების განკარგვის ფორმა და ის შსს-ს დაცვის სამსახურს ან რომელიმე სხვა უწყებას გადასცეს, მაგრამ ისინი უნდა დარჩეს საქართველოში, რადგან ქვეყანას და არა სააკაშვილს სჭირდება.