loader

მოსწავლე გაკვეთილზე იარაღით მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსწავლე გაკვეთილზე იარაღით მივიდა

რუსულ სოციალურ ქსელში, runet.ru-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია არასრულწლოვანი გაკვეთილზე იარაღით ხელში. საკლასო ოთახში იმყოფებოდნენ მოსწავლეები და მასწავლებელიც კი, რომელიც ცდილობს, ბიჭი დაარწმუნოს, რომ იარაღი საშიშია და ის შეინახოს. მოზარდი კი იცინის და "ხუმრობით" მასწავლებელს და თანაკლასელებს უმიზნებს იარაღს.

ჯერჯერობით უცნობია, რუსეთის რომელ ქალაქსა თუ სკოლაში მოხდა აღნიშნული ინციდენტი. სოციალური ქსელის მომხმარებლები არა მარტო მოსწავლის, არამედ მასწავლებლის დასჯასაც მოითხოვენ, რომელმაც დაუყოვნებლივ არ მიმართა ადმინისტრაციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.