loader

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კორნელი მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კორნელი მ. ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ოპელის" მარკის ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკისას "ა-კა-ემ"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).