loader

ვირზე "შემომჯდარი" ფალოსით დახვდნენ ზუგდიდში დავით ბაქრაძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვირზე "შემომჯდარი" ფალოსით დახვდნენ ზუგდიდში დავით ბაქრაძეს

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით ბაქრაძეს ვირზე "შემომჯდარი" გასაბერი ფალოსი დაახვედრეს. სახედარი სანომრე ნიშნით NAC 555 აქციაზე სამარშრუტო ტაქსით მიიყვანეს.

აქციის ორგანიზატორები - კახა მიქაია და ლალი ანთია აცხადებენ, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის დაგეგმილ ვიზიტს აპროტესტებენ. მათი თქმით, ბაქრაძეს ზუგდიდში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს.

აქციის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძე ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.