loader

ქუთაისის სასამართლოსთან შეკრებილებმა ვანო მერაბიშვილი ტაშით გაამხნევეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის სასამართლოსთან შეკრებილებმა ვანო მერაბიშვილი ტაშით გაამხნევეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილი საბადრაგო ავტომობილით უკვე მიიყვანეს. სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ასევე ვანო მერაბიშვილის მეგობრები და ახლობლები არიან შეკრებილები. იქვე იმყოფება ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო მერაბიშვილიც.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ. მისი თქმით, მარაზმია, როდესაც ვანო მერაბიშვილი, რომელიც კრიმინალს ებრძოდა, ციხეში იმყოფება, ხოლო უამრავი კრიმინალი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გაათავისუფლეს ციხეებიდან.

ვანო მერაბიშვილის იმ ბრალდებაზე, რომელიც ფიქტიურ დასაქმებებს ეხება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. პროცესის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

ასევე იხილეთ:

"იმისთვის, რომ საკანში არ მოვიწყინო"... - ვანო მერაბიშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე

"ვანო მოიყვანეს, ბიძინა" - გოგა ხაჩიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან ვიდეოს ავრცელებს


იხილეთ ვიდეო ინგლისურად