loader

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცესკო-ს ისევ მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცესკო-ს ისევ მიმართა

"საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისევ მიმართა. განაცხადი ცესკო-ში ზურაბიშვილის წარმომადგენლებმა შეიტანეს.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევით ახალი გარემოება შეიქმნა და მას სურს გაარკვიოს, რა პოზიცია აქვს თამარ ჟვანიას მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, უკვე დარწმუნდა, რომ საქართველოში სასამართლო პოლიტიკურად მართულია და ახლა სურს, დაინახოს, რა ხდება ცესკო-სთან მიმართებაში.

"მნიშვნელოვანია, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე რამდენად იტყვის, რომ რაც ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით მოხდა, იყო უკანონო და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო არ არსებობს და არის პოლიტიკურად მართული. ახლა მინდა ვნახო ცესკო არსებობს თუ ისიც პოლიტიკურად მართულია?", - განმარტა ზურაბიშვილმა.