loader

მთავრობამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტზე საჯარო განხილვა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტზე საჯარო განხილვა დაიწყო

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტზე მუშაობა დაასრულა.

ფინანსთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა დღეიდან პროექტის უკვე საჯარო განხილვა დაიწყეს. პროექტის პირველი საჯარო განხილვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ წუთებში მიმდინარეობს. საჯარო განხილვას მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ბანკის, ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებიან. ამ პროექტის პრეზენტაციას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მართავს.

როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს პროექტის საჯარო განხილვამდე განუცხადა, სტრატეგიის მთავარი მესიჯია ქვეყანაში ბიზნესისთვის მისაღები ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა, ბიზნესის საკუთრების დაცვა, ადამიანური კაპიტალის განვითარება, განათლების სისტემის რეფორმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას თქმით კი, სტრატეგია 2020 წლამდე ქვეყნის განვითარების ხედვას გულისხმობს.