loader

"ავჭედავთ ყველა აფთიაქს, სადაც ნარკოტიკული საშუალებები იყიდება!" - გიორგი კორკოტაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავჭედავთ ყველა აფთიაქს, სადაც ნარკოტიკული საშუალებები იყიდება!" - გიორგი კორკოტაშვილი

რადიოწამყვანმა და მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი კორკოტაშვილმა, ტელე/რადიო "პალიტრას" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში იმ მიზნებზე და გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციას ექნება. მისი თქმით, ახალ ხელისუფლებას კოჰაბიტაციის რეჟიმში ყოფნა გაუგრძელდა და საზოგადოებამ უნდა შეახსენოს მას, რომ დროა ქვეყანაში სამსართლიანობა აღდგეს.

მისივე თქმით, "სამოქალაქო სოლიდარობის" დაფუძნების მიზანი ერისთვის იმედის განცდის აღდგენა და საზოგადოების კონსოლიდაციაა. "შეიქმნება თემატური ჯგუფები და პრიორიტეტების მიხედვით განვსაზღვრავთ საკითხებს, სანამ გამარჯვებამდე არ მივალთ თავს არ დავანებებთ არც მთავრობას და არც პარლამენტს. მიზნამდე მივალთ ნებისმიერი გზით! ერთ მაგალითს გეტყვით: მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, გააკონტროლოს აფთიაქები, სადაც ექიმის ნებართვის გარეშე იყიდება ნარკოტიკული საშუალებები. თუ მიმართვას შესაბამისი რეაქცია არ მოყვება - ავჭედავთ ყველა ასეთი აფთიაქის კარს" - აღნიშნა კორკოტაშვილმა.

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად