loader

მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობა" დაფუძნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობა" დაფუძნდა

მოქალაქეთა ღირსებისა და უფლებათათვის მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობა" დაფუძნდა. მოძრაობის პრეზენტაცია სასტუმრო "საქართველოში" გაიმართა. დამფუძნებლების განცხადებით, მოძრაობას გამოკვეთილი ლიდერი და თავმჯდომარე არ ეყოლება და მათი მიზანი საზოგადოების კონსოლიდაციაა.

როგორც "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ძალიან დიდი გაჭირვება არის. "ქვეყანაში ძალიან ბევრი უმუშევარია, პენსიონერების უფლებები არ არის დაცული და ადამიანები თავს გრძნობენ თამაშგარე მდგომარეობაში. პოლიტიკური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური ელიტა უნდა ვაიძულოთ, რომ იფიქროს მოსახლეობის 100%-ზე და არა მხოლოდ 1%-ზე", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის შეფასებით, მთავარია, საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ იმედი იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას პრობლემების მოგვარება შეუძლია.

მოძრაობის კიდევ ერთი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის განცხადებით, ბუნებრივი პროცესია, მოქალაქეებმა მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და აიძულონ ხელისუფლება შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას, ორგანიზაციაში 400-მდე მხარდამჭერი გაწევრიანდა. "სამოქალაქო სოლიდარობის" დაფუძნებას ასევე ესწრებოდნენ ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, მომღერალი ზაზა მამალაძე, კინორეჟისორი მერაბ თავაძე და სხვები.