loader

ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოს რაიონში - შსს-მ სამაშველო ოპერაცია განახორციელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოს რაიონში - შსს-მ სამაშველო ოპერაცია განახორციელა

ხულოს რაიონში ხიხანის ხეობაში "უაზ"-ის ტიპის ძარიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საჭე ვერ დამოირჩილა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადაბრუნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სატრანსპორტო საშუალებაში 13 ადამიანი იმყოფებოდა. სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება ყველა მათგანმა მიიღო. დაშავებულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შედარებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიატუაციების მართვის სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად ვერტმფრენით განხორციელდა და რეანომობილის საშუალებით ბათუმის რეფერეალურ საავამდმყოფოში გადაიყვანეს. 7 დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა შუახევის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.

ამ დროისთვის ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.