loader

სოხუმში მოკლული რუსი დიპლომატის მეუღლე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოხუმში მოკლული რუსი დიპლომატის მეუღლე გარდაიცვალა

სოხუმში მოკლული რუსი დიპლომატის მეუღლე გარდაიცვალა. როგორც აფხაზური მედია წერს, თავდასხმის შედეგად დაჭრილი ოლგა ვიშერნევა სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

სოხუმში რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევი 9 სექტემბერს მოკლეს. აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის პირველ მდივანს საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს. ავტომობილში იმყოფებოდა მისი მეუღლე, რომელიც ხერხემლის არეში დაიჭრა.

მკვლელობას აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს. რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.