loader

"ქართული ოცნების" მხარდამჭერების ნაწილი ნინო ბურჯანაძის პარტიას შეუერთდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერების ნაწილი ნინო ბურჯანაძის პარტიას შეუერთდა

თბილისში, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ოფისთან, დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი მხარდამჭერები და აქტივისტები მივიდნენ. ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას ნინო ბურჯანაძეს უცხადებენ.

"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ მათ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არ მოსწონთ და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძის თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა, სხვა პარტიის მხარდამჭერების გადმობირება მათი პარტიის სტილი არ არის და 200-მდე ადამიანი დღეს სპონტანურად მივიდა მათ ოფისთან.

მისივე თქმით, თბილისის გარდა, ანალოგიური პროცესები რუსთავში, გურიასა და კახეთში მიმდინარეობს.