loader

ქართველი ჯარისკაცების ისტორიები ავღანეთიდან - "პალიტრა TV" ბაზა ”ლეზერნეკზე” - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ჯარისკაცების ისტორიები ავღანეთიდან - "პალიტრა TV" ბაზა ”ლეზერნეკზე”

ზაქრო ქუხაშვილს საქრთველოში მეუღლე და სამი შვილი ელოდება. ოჯახი ენატრება, მაგრამ ამბობს, რომ უკვე ხუთი თვეა, მისი ოჯახი აქ არის.

სამი შვილი ელოდება საქართველოში სერჟანტ ილია ქავთარაძესაც. ის ავღანეთში უკვე მეორედ იმყოფება, იხსენებს, რომ ოჯახის წევრებს სამშვიდობო მისიაში მისი წასვლის გადაწყვეტილებასთან შეგუება გაუჭირდათ.

ავღანეთში წასვლასთან დაკავშირებით ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა გარსევან მანდარიასაც შეხვდა. მისი შვილი შვიდი თვის იყო, როდესაც მან ოცეულთან ერთად სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა გადაწყვიტა. მანდარია ამბობს, რომ მისი ოცეულიდან მისიაში დღეს ყველა მონაწილეობს.

ბაზა "ლეზერნეკზე" ქართველ სამხედროებს უმძიმეს სამხედრო მისიას ინტერნეტი უადვილებს. თავისუფალ დროს ისინი "სკაიპის" საშუალებით ოჯახის წევრებს, მეგობრებს ესაუბრებიან.

იხილეთ ასევე: 33-ე ბატალიონს ავღანეთში მინისტრთან ერთად პაატა ბურჭულაძე და ანსამბლი "შვიდკაცა" ესტუმრნენ

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე