loader

მოძღვარს მეზობელმა 45-წლიანი კაკლის ხე უნებართვოდ მოუჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოძღვარს მეზობელმა 45-წლიანი კაკლის ხე უნებართვოდ მოუჭრა

ვანდალური ფაქტი, რომელიც მხოლოდ შაჰ-აბასს მოაფიქრდებოდა, - ასე აფასებს მამა ზაქარია იმ ფაქტს, რომელიც ცოტა ხნის წინ მის ეზოში მოხდა. მას კაკლის ხე მოუჭრეს, რომელიც, მისი თქმით, 45 წლის განმავლობაში იზრდებოდა და ამ ეზოს ამშვენებდა.

მამა ზაქარიას ეზოს გვერდით მდებარე ნაკვეთი გიორგი ამირანაშვილმა შეიძინა. მოძღვრის თქმით, კაკლის ხეც ნებართვის გარეშე სწორედ მან მოჭრა. ”პალიტრა TV” ამირანაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
მამა ზაქარია საქმის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს და ამირანაშვილისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.