loader

"რუსთავი 2"-სა და "იმედში" ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი 9 წლის არასრულწლოვანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსთავი 2"-სა და "იმედში" ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი 9 წლის არასრულწლოვანია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა დაადგინა. პირი, რომელმაც შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში დარეკა, ასპინძაში მცხოვრები არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული მილერ ბ. აღმოჩნდა.

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა "112"-ში ზარი 10 წუთის ინტერვალით ორჯერ განახორციელა.

შეტყობინებისთანავე შსს-ს შესაბამისი სამსახურები ორივე ტელეკომპანიის შენობებთან გამოცხადდნენ. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა არც ერთ შენობაში არ აღმოჩნდა.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).