loader

კერძით უკმაყოფილო რუსმა მსახიობმა რესტორანში ჭურჭელი დალეწა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კერძით უკმაყოფილო რუსმა მსახიობმა რესტორანში ჭურჭელი დალეწა

ახალგაზრდა რუსი მსახიობი ალექსეი პანინი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მსახიობი თანამგზავრთან ერთად ქალაქ ვიაზნიკში, მოკრძალებულ რესტორანში შევიდა. მან ბორში, პელმენი, ხორციანი კერძი და არაყი შეუკვეთა, ბოლოს კი ყველიანი მაკარონი მოითხოვა. უკანასკნელმა კერძმა პანინი გააგიჟა - მსახიობმა ყვირილი და თეფშების მსხვრევა დაიწყო.

როგორც ჩანს, მსახიობს მომზადებული მაკარონი არ მოეწონა. მან მოუხმო მზარეულს და საყვედურებით აავსო. მზარეულმა ბოდიში მოიხადა და სასწრაფოდ სამზარეულოში დაბრუნდა, თუმცა პანინმა მას გზად თეფში "დააწია".

განრისხებულმა მსახიობმა მაგიდაზე ჭურჭელი დაამსხვრია და რესტორანი დატოვა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალექსეი პანინმა 10 ათასი რუბლის ოდენობის ზარალი მიაყენა რესტორანს.

პანინის სკანდალური საქციელი პირველი შემთხვევა არ არის, მან არაერთხელ მოაწყო დებოში. რამდენიმე თვის წინ მსახიობი ერთ-ერთ კურორტზე ყოფნისას დათვრა და ყველას თვალწინ გაშიშვლდა.