loader

"გრეჩიხა" არის კრებითი სახე ქართველი კაცის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გრეჩიხა" არის კრებითი სახე ქართველი კაცის"

ჟურნალისტი ეკა ხოფერია ტელეკომპანია "იმედზე" ახალი გადაცემით დაბრუნდა. "ეკა ხოფერიას თოქ-შოუს" სადებიუტო გადაცემა მომღერალ "უცნობს" - გია გაჩეჩილაძეს მიეძღვნა. ერთ დროს შოუბიზნესსა და პოლიტიკაში აქტიური პერსონა ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში იშვიათად ერთვება და ძირითად დროს საგურამოში, საკუთარ სახლში ატარებს.

გადაცემის სტუდიაში "უცნობის" მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც განვლილი წლები, პროექტი "საკანი №5", 2011 წლის საპროტესტო აქციები და მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის შანსები შეაფასეს. სტუდიაში მყოფები თითქმის ერთხმად შეთანხმდნენ, რომ გია გაჩეჩილაძის ადგილი ახლა შოუბიზნესშია და არა პოლიტიკაში.

იხილეთ:
რა ნათესაობა აკავშირებს "უცნობს" ბიძინა ივანიშვილთან და რატომ არ უნახავს იგი 15 წლის განმავლობაში