loader

"გადავარჩინოთ სვანეთი!" - "ხუდონჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადავარჩინოთ სვანეთი!" - "ხუდონჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უფლებადამცველებმა "ხუდონჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, "ხუდონჰესის" მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ის დამღუპველ კლიმატურ ცვლილებას გამოიწვევს და სვანეთში ბუნება და ისტორიული ადგილები განადგურდება. უფლებადამცველები პრემიერს მიმართავენ და სთხოვენ, შეასრულოს დაპირება, რომელიც მან წინასაარჩევნოდ გასცა. მათი თქმით, პრემიერის დაპირება უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტის შეჩერება იყო.

აქცია უკავშირდებოდა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ღონისძიებას, სადაც "ხუდონჰესის" მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა მიმდინარეობდა.