loader

ევაკუაცია თბილისის სამ სკოლაში - ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევაკუაცია თბილისის სამ სკოლაში - ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა

თბილისის სამ - 21-ე, 24-ე და 53-ე საჯარო სკოლებში ევაკუაცია დღეს თითქმის ერთდროულად გამოცხადდა. ამის მიზეზი 112-ში შესული შეტყობინება გახდა სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 53-ე საჯარო სკოლიდან 1 800 მოსწავლის ევაკუაცია ზუსტად 7 წუთში მოხერხდა, რის შემდეგაც, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში შენობაში გამნაღმველები მუშაობდნენ. საბოლოოდ, ნაღმის არსებობა არ დადასტურდა. სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა, რადგან გამნაღმველებმა 24 საათის განმავლობაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს.

განაღმვითი სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა პეტრიაშვილის ქუჩაზე - 21-ე და ბაქოს ქუჩაზე მდებარე 24-ე საჯარო სკოლებშიც, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ასევე არ აღმოჩნდა.