loader

იუშენკო სააკაშვილის რთველში - პრეზიდენტმა ყვარელში შვილის ნათლიას უმასპინძლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუშენკო სააკაშვილის რთველში - პრეზიდენტმა ყვარელში შვილის ნათლიას უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იმყოფება. პრეზიდენტმა სტუმარი ყვარელში მიიღო. ვიქტორ იუშჩენკომ მიხეილ სააკაშვილის ვენახში რთველში მიიღო მონაწილეობა. როგორც პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რთველი სიმბოლურად მეუფე სერგიმ გახსნა.

"საქართველოს პრეზიდენტის ვენახში რთველი მიქაელ მთავარანგელოზის დღეს დაემთხვა და ის, სიმბოლურად, მეუფე სერგიმ გახსნა. მასში პატარა ნიკოლოზ სააკაშვილი საკუთარ ნათლიასთან, ვიქტორ იუშენკოსთან ერთად მონაწილეობდა. პრეზიდენტს ყვარლის ახალგაზრდობა და რაჭიდან და ქუთაისიდან ჩამოსული მეღვინეები ეხმარებოდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მევენახეობის ცენტრში ფრანგი ენოლოგის მიერ გამართულ ტრენინგებს ორი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ," - აღნიშნულია პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე