loader

პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "სოხუმი" გააქრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "სოხუმი" გააქრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავზე, რომლითაც იგი ოფიციალური ვიზიტების დროს სარგებლობდა და რომელიც მთავრობას გადასცა, წარწერა "სოხუმის" გაქრობას პოლიტიკური დატვირთვით ხსნის.

"არის პატარა დეტალი, მე ამაზე პრეტენზია არ მაქვს, იფრინონ ამ თვითმფრინავით. ამას ჰქონდა დიდი წარწერა სახელი "სოხუმი". როდესაც პრემიერი ჩაჯდა, სიტყვა "სოხუმი" გაქრა. დასაფიქრებელია, როცა ცდილობენ ყველაფერის წაშლას, ასეთი რაღაცების კეთებას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და არამგონია, რომ ეს იყოს დადებითი" - განაცხადა პრეზიდენტმა.