loader

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 1962 წელს დაბადებული ალეკო ხ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 35,024 გრამი "ჰეროინი" და 1,5 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი"-ს შემცველი 5 აბი "ლირიკა" ამოიღეს.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ალეკო ხ. დაკავების მომენტში ნარკოტიული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).