loader

პატრიარქის ნათლულები ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით გაიცნობენ და დაეხმარებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქის ნათლულები ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით გაიცნობენ და დაეხმარებიან

პატრიარქის ნათლულები ერთმანეთთან დაკავშირებას ამიერიდან ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, წარმოიშვა იდეა, რომ შეიქმნას ვებ-გვერდი, რომელიც ყველას ეცოდინება და სადაც მისი ნათლულები ერთმანეთს გაიცნობენ. უწმინდესის თქმით, გაჭირვების შემთხვევაში მისი ნათლულები ამ საიტზე თავიანთი გასაჭირის დაწერასაც შეძლებენ, სხვა ნათლულების მშობლები კი მათ დაეხმარებიან. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს მისი ნათლული კიდევ 735 ბავშვი გახდება.