loader

რთველი-2013 ქართველი ჟურნალისტების თვალით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რთველი-2013 ქართველი ჟურნალისტების თვალით

კახეთში ჟურნალისტების მედიატური კომპანია "შუხმან ვაინს ჯორჯიას" დათვალიერებით დაიწყო. ეს ერთადერთი ქართული კომპანიაა, სადაც "შარდონეს" ცქრიალა ღვინო მზადდება.

ქვევრში დაყენებული ცოცხალი ღვინის შექმნის აღდგენილი ტრადიცია, საწნახელი და ღვთიურ სითხედ წოდებული ღვინის მაჭარი - ეს კი "ტყუპების ღვინის მარანია".

ეს ყურძნის დაწურვის თანამედროვე ტექნოლოგიაა. კახეთში მოქმედმა კომპანიებმა უკვე 55 000 ტონაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. ამბობენ, რომ რთველი-2013 წარმატებით მიმდინარეობს.

მედიატური სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე აქტიურად მუშაობს. უახლოეს პერიოდში ქართული ღვინის შესახებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღებაც იგეგმება.