loader

ზურაბ აბაშიძემ დიცსა და დვანში მავთულხლართების გაბმის გამო კარასინთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ აბაშიძემ დიცსა და დვანში მავთულხლართების გაბმის გამო კარასინთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრის შედეგები შეაჯამა. როგორც აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირდაპირი დიალოგის ფორმატით გათვალისწინებულ კულტურულ და სავაჭრო საკითხებთან მიმართებაში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება, თუმცა, მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროცესს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენები ჩრდილს აყენებს.

აბაშიძის თქმით, დიცსა და დვანში მავთულხლართების გაბმის გამო საქართველოს მთავრობის სახელით მან კარასინთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა.