loader

დევნილების ნაწილი აფხაზეთის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს უპირისპირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევნილების ნაწილი აფხაზეთის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს უპირისპირდება

დევნილთა ნაწილი აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებს უპირისპირდება. დევნილებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი შენობაში შევიდნენ და მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრა მოითხოვეს.

როგორც დევნილები აცხადებენ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას თვითმარქვია ხელისუფლება ჰყავს, რომელიც დევნილთა ინტერესებს არ გამოხატავს. მათივე თქმით, დეპუტაცია 22 წლის წინ არის არჩეული, დღეს კი სხვა რეალობაა და ისინი დევნილთა ინტერესებს არ გამოხატავენ, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

როგორც დევნილებმა აღნიშნეს, თუკი აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილთა ინტერესებს არ გაითვალისწინებენ, ისინი პროტესტის სხვა ზომებსაც მიმართავენ.