loader

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანის ახალ დასახლებაში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს წეროვანის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, "კალაშნიკოვის" სისტემის "ა-კა-ემ ეს"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 230 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით).