loader

მანიფესტანტი პირდაპირი ეთერის ჩაშლისთვის მიწაზე აგორავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მანიფესტანტი პირდაპირი ეთერის ჩაშლისთვის მიწაზე აგორავეს

ყოფილი პრეს-სპიკერის გამოსვლის ჩაშლის მცდელობისთვის მანიფესტანტი მიწას გააკრეს. ბირთვული ენერგიის საწინააღმდეგო მოძრაობის წევრი დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილ პრეს-სპიკერს, დემიან მაკბრაიდს ზურგიდან მაშინ მიეპარა, როცა ის პირდაპირ ეთერში თავის ახალ წიგნზე საუბრობდა. სტიუარტ ჰოლმსმა კადრში პლაკატი შეაპარა, სადაც ეწერა "არა ბირთვულ ენერგიას". მაკბრაიდის გამომცემელმა, კონსერვატორმა ბლოგერმა იან დეილმა ჰოლმსის შეჩერება სცადა და ის მიწაზე დააგდო. მოგვიანებით ეს ამბავი გამომცემელმა თავის ბლოგშიც ახსენა და თქვა, რომ სრულიადაც არ ნანობს ჩადენილს, რადგან თავის ავტორს იცავდა.