loader

"მოვედი ქართველი ხალხის სახელით და გთხოვთ დახმარებას, დავასრულოთ ანექსია ჩვენს მიწაზე" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვედი ქართველი ხალხის სახელით და გთხოვთ დახმარებას, დავასრულოთ ანექსია ჩვენს მიწაზე" - მიხეილ სააკაშვილი

"მოვედი ქართველი ხალხის სახელით და გთხოვთ, გაგვიწიეთ დახმარება, რომ დავასრულოთ ანექსია ჩვენს მიწაზე" - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიცსა და დვანში არსებული ვითარების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებისა თუ თვეების განმავლობაში გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით და საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეკონომიკას.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მივიდა ქართველი ხალხის სახელით და საერთაშორისო გაერთიანებას სთხოვს, ამ აგრესიაზე მოახდინოს მკაცრი რეაგირება, გაგვიწიოს დახმარება, დავასრულოთ რუსეთის ანექსია ჩვენს მიწაზე.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე