loader

ლაგოდეხში 20 წლის ბიჭი მოკლეს და ცხედარი მდინარეში გადააგდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაგოდეხში 20 წლის ბიჭი მოკლეს და ცხედარი მდინარეში გადააგდეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული სვიატოსლავ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1989 წელს დაბადებული გიორგი ტ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სვიატოსლავ ა-მ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, სიტყვიერი შეკამათების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1993 წელს დაბადებულ ოლეგ გუცანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გუცანი ადგილზევე გარდაიცვალა.

"სვიატოსლავ ა-მ და მისმა თანმხლებმა გიორგი ტ-მ ცხედარი დანაშაულის დაფარვის მიზნით მდინარე ალაზანში გადააგდეს. პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ლაგოდეხის რაიონში დააკავეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს", - განმარტავენ შსს-ში. სამართალდამცველებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად ოლეგ გუცანის ცხედარი მდინარე ალაზანში 26 სექტემბერს იპოვეს.

გამოძიება სვიატოსლავ ა-ს მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ-ის 108-ე მუხლით), ხოლო გიორგი ტ-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 376-ე მუხლით). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.