loader

"ახლა საკუთარ სახლს ჩემი ხელით ვანგრევ" - რეპორტაჟი დვანიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა საკუთარ სახლს ჩემი ხელით ვანგრევ" - რეპორტაჟი დვანიდან

მესამე დღეა, გივი მახაჭაშვილი 2008 წლის ომის დროს დამწვარ სახლსა და სათავსოებს საბოლოოდ ცლის. ვაზი უკვე აჩეხა, რკინის კონსტრუქციები დაშალა, ახლა კი ცდილობს მისი საკუთრების დროულად გატანა მოასწროს, ჯერჯრეობით 50 მეტრის მოშორებით მაინც.

სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების დატოვება მახაჭაშვილებს, მეკარიშვილებსა და კორაშვილებს სამი დღის წინ მოსთხოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ე.წ. საზღვარზე მავთულხლართები ჯერ კიდევ 2010 წელს გაკეთდა, თუმცა, ოსური მხარე ე.წ. საზღვრის კიდევ 50 მეტრით გადმოწევას გეგმავს. ეს აბრაც სწორედ 2010 წელს არის გაკეთებული, მასზე აღნიშნულია, რომ ე. წ. საზღვარი მავთულხლართებიდან 50 მეტრის შემდეგ მთავრდება.

დვანელები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ამ დროისთვის დევნილის სტატუსი არ გააჩნიათ და სოციალური დახმარებაც შეწყვეტილი აქვთ. დვანში დღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჩავიდნენ. მთავრობის წევრები მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდნენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე