loader

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დევნილებმა ბათუმში მსვლელობა მოაწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დევნილებმა ბათუმში მსვლელობა მოაწყვეს

სოხუმის დაცემიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით ბათუმში მცხოვრებმა დევნილებმა მსვლელობა მოაწყვეს. დევნილები ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი 6 მაისის პარკთან გადაინაცვლეს. დევნილებმა დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთიდან დევნილი ნანა ჭანტურიას თქმით, ოკუპირებიდან 20 წლის თავზე დევნილები კვლავ მძიმე პირობებში არიან. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოს მთავრობამ ინტენსიურად უნდა იმუშაონ მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ: "გვინდა საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და დღევანდელ მთავრობას მოვუწოდოთ, რომ ინტენსიურად იმუშაოს მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ", - აღნიშნა ჭანტურიამ.