loader

პაკისტანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ახალი კუნძული წარმოიქმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაკისტანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ახალი კუნძული წარმოიქმნა

პაკისტანში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მომხდარი 7.8 ბალიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 250 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მიწისძვრა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან არაბეთის ზღვაში, გვადარის ყურის მახლობლად, დაახლოებით 600 მეტრის რადიუსის მქონე კუნძული წარმოქმნა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სწორედ ზღვის ფსკერზე დაფიქსირდა, რომელიც უმძლავრესმა ბიძგებმა წყლის ზემოთ ამოწია. ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა სანაპიროზე, რათა თვალი შეევლოთ ახალდაბადებული კუნძულისთვის, რომლისთვისაც სახელი ჯერ არ შეურჩევიათ.