loader

იყალთოს ფერისცვალების ტაძარს საფრთხე არ ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იყალთოს ფერისცვალების ტაძარს საფრთხე არ ემუქრება

ცოტა ხნის წინ იყალთოში მყოფმა ტურისტების ჯგუფმა ფერისცვალების ტაძრის კედლებზე დაფიქსირებული ბზარები საგანგაშოდ მიიჩნია და "მედია პალიტრას" დაუკავშირდა.

VIII-IX საუკუნის ტაძარზე ბზარებს საგანგაშოდ არ მიიჩნევს წინამძღვარი ზაქარია ჩიხრაძე. მას შემდეგ, რაც საძირკველი გამაგრდა და ჭერი გამოიცვალა, ზედაპირული ბზარები საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

იყალთოში ცოტა ხნის წინ დასრულდა სამწლიანი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა სამონასტრო კომპლექსის შესასვლელში მდებარე სამღვდელო სახლში სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც ადასტურებენ, რომ იყალთოს ტაძარში და მის გარშემო კიდევ ბევრი და ხანგრძლივი სამუშაოა ჩასატარებელი.

იხილეთ სტატია "კვირის პალიტრის" საიტზე

ავტორი: ეკა ლომიძე