loader

"არა მცოცავ ოკუპაციას!" - ჟურნალისტების ცოცხალი ჯაჭვი და საქართველოს ჰიმნი დვანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არა მცოცავ ოკუპაციას!" - ჟურნალისტების ცოცხალი ჯაჭვი და საქართველოს ჰიმნი დვანში

რუსეთის "მცოცავი ოკუპაციის" გასაპროტესტებლად სოფელ დვანში ქართველი ჟურნალისტები ჩავიდნენ. დვანის ე.წ. საოკუპაციო საზღვართან, ჟურნალისტებმა ცოცხალი ჯაჭვის ფონზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და საპროტესტო ტრანსფარანტები და ქართული დროშა ააფრიალეს.

მედიის წარმომადგენლებმა ის სამი სახლიც მოინახულეს, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა. აღნიშნული სახლები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ მოექცა, რაც რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები გაავლეს. ჟურნალისტებმა სოფლის მოსახლეობასთან გასაუბრება სწორედ ამ ადგილას გადაწყვიტეს. მთავარი რაც ადგილობრივებს აწუხებთ, შიშია...