loader

”ID ბარათის აღებას სიკვდილი მირჩევნია” - საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ID ბარათის აღებას სიკვდილი მირჩევნია” - საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან

ელექტრონული პირადობის მოწმობების წინააღმდეგ თბილისის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობას მართლმადიდებელი მრევლი, სასულიერო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "მართლმადიდებელთა კრებულის" ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა, აუცილებელია, რომ აიკრძალოს იძულება ID ბარათების აღებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია თბილისის პარალელურად ქუთაისშიც მიმდინარეობს.
საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აქციის მონაწილეები საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახელზე განცხადებასაც შეიტანენ.