loader

თბილისის საბავშვო ბაღში 2 წლის გოგონა თანაჯგუფელმა დაკბინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის საბავშვო ბაღში 2 წლის გოგონა თანაჯგუფელმა დაკბინა

წლის და 9 თვის ანასტასია ს. თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მისმა თანაჯგუფელმა, 2 წლის ანა ფ-მ დაკბინა. დაკბენილ პატარას პირველადი სამედიცინო დახმარება საბავშვო ბაღშივე აღმოუჩინეს. მოგვიანებით ანასტასია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და იაშვილის კლინიკის ექიმებმაც გასინჯეს. მედიკოსებმა შრატის გაკეთების საჭიროება ვერ დაინახეს და ოჯახს ნაკბენის დამუშავების რეკომენდაცია მისცეს.

ანასტასიას ოჯახი საბავშვო ბაღის გამგესა და აღმზრდელს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ბავშვის დედა ყვება, რომ სახესა და ხელებზე მიყენებული ჭრილობებიდან ჩანს, მას დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კბენდნენ. მშობელი იმასაც ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვის მდგომარეობა ნახა, ბაღის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

იხილეთ სტატია ვრცლად ambebi.ge-ზე