loader

თბილისში ნარკორეალიზაციის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ნარკორეალიზაციის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე ირანის მოქალაქე სეიდინ საბაჰ ე. (SEYED SABAH E.) დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საქართველოში ირანიდან ვალეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა და გასაღების მიზნით შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი". სამართალდამცველებმა სეიდინ საბაჰ ე. ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე იმავე დღეს თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ის ყიდდა და 2000 აშშ დოლარი, რომელიც მან ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიიღო. სეიდინ საბაჰ ე-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი".

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია 23,4708 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 9,2187 გრ "ჰეროინს" შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).