loader

"ჩემი მიწა და ზეცა ხართ..." - ნინო ბურჯანაძეს კასპში ლექსი მიუძღვნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი მიწა და ზეცა ხართ..." - ნინო ბურჯანაძეს კასპში ლექსი მიუძღვნეს

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურობით ერთ-ერთი გამორჩეულია ნინო ბურჯანაძე. პრეზიდენტობის მსურველ ქართველ "რკინის ლედის", ერთ-ერთი წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში, კასპში ლექსიც მიუძღვნეს. ამის ამსახველ ვიდეომასალას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

კასპში შეხვედრისას ქვემო ჭალის მკვიდრმა მზია ხელაშვილმა ნინო ბურჯანაძეს ლექსი მიუძღვნა და დასძინა: "ქალბატონო ნინო, თქვენ ახლა ჩემთვის ჩემი მიწა ხართ და ჩემი ზეცა ხართ და აბა, თქვენ იცით!"

თუმცა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ყოველთვის ლექსებით არ ხვდებიან. ნინო ბურჯანაძის ერთ-ერთ ბოლო გამოჩენას, 27 სექტემბერს გმირთა მემორიალთან შეკრებილი საზოგადოების უკმაყოფილება და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა.


იხილეთ ვიდეო სრულად: "ქართველი რკინის ლედი, დედა, მიწა, ცა…" - ნინო ბურჯანაძე კასპში

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე