loader

რატომ არ სურთ გიორგი თარგამაძის ოჯახის წევრებს მისი პრეზიდენტობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არ სურთ გიორგი თარგამაძის ოჯახის წევრებს მისი პრეზიდენტობა

გიორგის პრეზიდენტობას, როგორც ოჯახის წევრები, ეგიოსტურად ვუყურებთ და ვთვლით, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩვენ მისი ყურადღება მოგვაკლდება, - განაცხადა გიორგი თარგამაძის მეუღლემ თათია თოფურიამ "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუში "არჩევანი". როგორც პრეზიდეტობის კანდიდატის მეუღლემ განაცხადა, გიორგი თარგამაძის ყველაზე დიდი დადებითი თვისება მისი "ზედმეტად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობაა". თათია თოფურიამ მეუღლის დადებით თვისებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი თარგამაძე გამოუსწორებელი ოპტიმისტი, ოჯახში მოწესრიგებული და ახალგაზრდების მოყვარული ადამიანია. თათია თოფურიამ ასევე აღნიშნა, რომ მათი თანაცხოვრების პერიოდში არაერთი კრიზისი ყოფილა, თუმცა, გიორგი თარგამაძეს წონასწორობა არასდროს დაუკარგავს.