loader

30-მდე ბაიკერი ჯიპის მძღოლს საცემრად დაედევნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

30-მდე ბაიკერი ჯიპის მძღოლს საცემრად დაედევნა

ცნობილია, რომ ბაიკერები სულაც არ გამოირჩევიან დამყოლი და რბილი ხასიათით. ამ ვიდეომ კი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტში, მათი, როგორც ჩხუბისთავების რეპუტაცია უდავოდ განამტკიცა. საგზაო ინციდენტი ნიუ იორკის მახლობლად, ერთ-ერთ გზატკეცილზე მოხდა. "რენჯ როვერი", რომელშიც მთელი ოჯახი - მამა, დედა და მათი ორი წლის ქალიშვილი ისხდნენ, უკნიდან შემთხვევით შეეჯახა ერთ-ერთ ბაიკერს. საუბედუროდ, ბაიკერმა ფეხი მოიტეხა. ამ ამბავმა ისე გააბრაზა მისი მეგობრები, რომ "როვერს" ოცდაათი მოტოციკლისტი ერთად დაედევნა.

თავზეხელაღებულ რბოლაში რამდენჯერმე მოახერხეს მანქანის გაჩერება და მძღოლის გადმოთრევა სცადეს, თუმცა მანქანამ დაძვრა მოასწრო და როგორც იქნა, ქალაქამდე მიაღწია. ბაიკერებს არც იქ შეუწყვეტიათ ოჯახის დევნა, ვიდრე საქმეში პოლიცია არ ჩაერთო და სიტუაცია არ განმუხტა.