loader

"მიგვჯირყვნეს" - ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას აფასებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიგვჯირყვნეს" - ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას აფასებენ

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში თოქ-შოუების წამყვანებისა და საინფორმაციო სამსახურების უფროსების შეხვედრა თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა. შეხვედრა ცხარე კამათისა და პრემიერის მხრიდან ჟურნალისტების კრიტიკის ფონზე წარიმართა.

ტელე-რადიო "პალიტრის" ჟურნალისტის, მერაბ მეტრეველის თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერს სურს, "საზოგადოებას ჭკუა ასწავლოს". "თუ მას უნდა, რომ კონკრეტული ჟურნალისტი გამონათქვამების გამო აკრიტიკოს, კეთილი ინებოს, ყველა გადაცემას უყუროს, ყველა სტატია წაიკითხოს და ამის შემდეგ აკრიტიკოს ჟურნალისტები", - განაცხადა მეტრეველმა.

"მისაჯირყვნად დაგვიძახეს და მიგვჯირყვნეს", - ასე შეაფასა ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერთან შეხვედრა. თუმცა, მისივე თქმით, არ ეშინია, რომ მწვავე პოზიციის გამო პოლიცია "რაღაცას ჩაუდებს, გლდანის ციხეში ცემით გაბერავენ და ჯაშუშობას დააბრალებენ".

ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი შეხვედრით კმაყოფილია და მოუწოდებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიბაძონ პრემიერს ჟურნალისტებთან ურთიერთობის მსგავსი ფორმატის დანერგვაში.

ასევე იხილეთ:

"თქვენ არ ხართ ფოსტალიონები, თქვენ ჟურნალისტები ხართ" - ბიძინა ივანიშვილი

"ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას?" - ნინო ჟიჟილაშვილი ბიძინა ივანიშვილს