loader

მილანის ცენტრში ასფალტიდან რუსულმა წყალქვეშა ნავმა "ამოყვინთა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილანის ცენტრში ასფალტიდან რუსულმა წყალქვეშა ნავმა "ამოყვინთა"

იტალიაში, მილანის მოქალაქეები უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ - ასფალტმა პირი დააღო და უფსკრულიდან უზარმაზარი წყალქვეშა ნავი ამოვიდა. მერე კი გაოგნებული გამვლელების თვალწინ ნავიდან რუსი მეზღვაურები გადმოვიდნენ.

ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი თავდასხმას უფრო ჰგავდა, სინამდვილეში კი უბრალოდ სარეკლამო ტრიუკი აღმოჩნდა. იტალიურმა სადაზღვევო კომპანიამ ამ გზით გადაწყვიტა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო იმ უდავო ფაქტისადმი, რომ მოულოდნელობები ყოველდღე ხდება და მათი მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. ნავის ეკიპაჟის, მაშველების, ჟურნალისტების და იმ მძღოლების როლებს, ვინც "კატასტროფის" ადგილას აღმოჩნდა, მსახიობები ასრულებდნენ.