loader

გიორგი მარგველაშვილს ქობულეთში "აჭარულით" და ბაქლავით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილს ქობულეთში "აჭარულით" და ბაქლავით დახვდნენ

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს ქობულეთში ვიზიტის დროს აჭარული ცეკვით და ბაქლავით შეეგებნენ. გიორგი მარგველაშვილმა ქობულეთის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის მხარდამჭერებს კოჰაბიტაციის შედეგებზე ესაუბრა.

როგორც კანდიდატმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოჰაბიტაციის ურთულესი პერიოდი დაიწყო. მისივე თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გული სტკივათ, როცა ხედავენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პროცესს. "მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მშვიდობიანად გადმოვიბარეთ ხელისუფლება, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჭირთ იმის აღიარება, რომ ქვეყანას უნდა ემსახუროს თითოეული მოქალაქე. გული სტკივათ, როცა ჩვენს წარმატებებს ხედავენ, როცა კახეთში წარმატებულ რთველს ხედავენ. გული სტკივათ, როცა ხედავენ, რომ ვალაგებთ ურთიერთობას რუსეთთან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.