loader

სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" მე-6 ყრილობა იწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" მე-6 ყრილობა იწყება

თბილისის სპორტის სასახლეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და დელეგატები იკრიბებიან. სპორტის სასახლეში პარტიის რიგით მე-6 ყრილობა იმართება.

"ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ყრილობაზე მხარდამჭერები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩამოდიან. შენობაში შესვლა ორგანიზებულად, საქართველოს რეგიონების მიხედვით მიმდინარეობს.

შენობის გარე პერიმეტრს სახელმწიფო დაცვის პოლიცია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ. "ნაციონალური მოძრაობის VI ყრილობაზე იგეგმება პარტიის თავმჯდომარის არჩევა. აღნიშნული პოსტი ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს უკავია, თუმცა არჩევნები ახალი წესდებიდან გამომდინარე ჩატარდება. რაც შეეხება პარტიის გენერალურ მდივანს, აღნიშნულ პოსტს კვლავ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სპორტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ელოდებიან.