loader

ბრალდებული მამაკაცი მსხვერპლს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალით აშანტაჟებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრალდებული მამაკაცი მსხვერპლს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალით აშანტაჟებდა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად თამაზ ჩ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული სხვისი სახელით, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, მოქალაქე ნ. ბ-სთან ვირტუალურ ინტიმურ კავშირს ამყარებდა და ჩაწერილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის ვიდეორგოლები.
მოგვიანებით თამაზ ჩ. დაუკავშირდა ნ. ბ-ს და მოსთხოვა მისთვის 400 ლარი გადაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომეტირებელი მასალების სოციალურ ქსელში ატვირთვით დაემუქრა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინიდან კუთვნილი ორი ლეპტოპი ამოიღეს.
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).