loader

"ვინც გადაკიდებულია ეკლესიაზე, ვურჩევდი საკუთარ თავს მიხედონ" - მეუფე იაკობი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინც გადაკიდებულია ეკლესიაზე, ვურჩევდი საკუთარ თავს მიხედონ" - მეუფე იაკობი

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს. როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, უმჯობესია, "ეკლესიაზე გადაკიდებულებმა საკუთარ თავს მიხედონ". ეპისკოპოსის თქმით, დღეს ბევრი ადამიანი საკუთარ თავს თეოლოგად, იგივე ღვთისმეტყველად მოიხსენიებს და მუდმივად ილაშქრებენ ეკლესიის წინააღმდეგ.

ეპისკოპოსის განმარტებით, ეკლესიას არ ეშინია იმის, რაც იწერება ან ტელევიზიით გადაიცემა, რადგან ყველაფერს თავისი მკითხველი და მაყურებელი ჰყავს. მეუფე იაკობის თქმით, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ამიტომ უმჯობესია, ეკლესიის მოწინააღმდეგეებმა საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრონ. "პოლემიკაში არავისთან შევალთ, თუმცა პასუხს ყველა მიიღებს. ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანის დაჩაგვრას არ მივესალმებით და არავის მოვუწონებთ. ეკლესია მუდამ იქნება ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის სადარაჯოზე. თუ ეკლესიაში რამე ავადმყოფობაა, ამასაც ვუმკურნალებთ. ყველამ უნდა ვუმკურნალოთ ჩვენს ფიზიკურ თუ სულიერ დაავადებებს", - აღნიშნა მეუფემ.