loader

ნინო ბურჯანაძე გიორგი მარგველაშვილს დებატებში იწვევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო ბურჯანაძე გიორგი მარგველაშვილს დებატებში იწვევს

"დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს დებატებში იწვევს. 

როგორც ბურჯანაძემ "შერატონ მეტეხი პალასში" საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა, აუცილებელია პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების გამართვა, რათა ხალხს სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს.

"აუცილებელია, საზოგადოებამ საპრეზიდენტო კანდიდატების აზრთა და პროგრამების ჭიდილი მოისმინოს. სწორედ ამიტომ გიორგი მარგველაშვილს ვიწვევ დებატებში და ველოდები მის გამოხმაურებას. იმედია, დებატები მალე შედგება, რათა მოსახლეობამ შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.