loader

გიორგი მარგველაშვილი ეტლით გადაადგილებას სწავლობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილი ეტლით გადაადგილებას სწავლობს

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სენაკში კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ეტლით მოსარგებლეთა აქტიური რეაბილიტაციის სასწავლო ბანაკს ესტუმრა. აღნიშნული ბანაკი იმართება პროექტ საქართველოს ეტლების წარმოების ქსელის ფარგლებში, რომელსაც კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" პარტნიორ ორგანიზაციასთან, ინვალიდობის მსოფლიო ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს.

პრეზიდენტობის კანდიდატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20-მდე პირს შეხვდა და მათგან არსებული პრობლემები მოისმინა. მარგველაშვილმა თავადაც სცადა ეტლით წინააღმდეგობების დაძლევა.

კანდიდატის განცხადებით, პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციას სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე იმუშავებს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე